◖ ინიციატივა: ბიზნეს მოდელების განვითარება - კახეთსა და იმერეთში ◗

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“

ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNDP) „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" PMAG შემფუთველთა კლასტერის განვითარების ფარგლებში აქვს პატივი მოიწვიოს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოღვაწე კომპანიები შესაძლებლობების განვითარების თემატურ ინიციატივაში მონაწილეობისთვის!


ინიციატივა: ბიზნეს მოდელების განვითარება - კახეთსა და იმერეთში

პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგებისა და ქოუჩინგის შერეულ ვერსიას, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მსმენელს, მიიღოს მისთვის საჭირო თეორიული ცოდნა ბიზნეს მოდელის გასავითარებლად ან/და დასახვეწად და სწრაფადვე მოარგოს ეს ცოდნა კონკრეტულ ბიზნეს საქმიანობას. მონაწილეები ტრენინგის დამთავრების შემდეგ მიიღებენ პერსონალურ რეკომენდაციებს შემდეგ თემებზე:

 o კომპანიაზე მორგებული ბიზნეს მოდელის შედგენა/გადახედვა
 o მიმდინარე საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა
 o კომპანიის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება/ცვლილება

კურსი შედგება ორი მთავარი კომპონენტისაგან: ჯგუფური ვორქშოპი და ინდივიდუალური ქოუჩინგი

ჯგუფური ვორქშოპი (დღე 1):
  •   ბიზნეს მოდელის შედგენისა და გადახედვის კონკრეტული მექანიზმები (4 საათი)
  •   კომპანიის სტრატეგიასა და პრიორიტეტებზე მუშაობის მეთოდები (4 საათი)
ჯგუფური ვორქშოპი (დღე 2):
  •   ფინანსური ანგარიშგების ანალიზის მნიშვნელოვანი კომპონენტები (4 საათი)
  •   დაფინანსების გამცემ კომპანიებთან მუშაობის მიდგომები (4 საათი)
ინდივიდუალური ქოუჩინგი (დღე 3, 4 და 5): 3 დღის განმავლობაში თითოეულ მონაწილე კომპანიაზე თითო შეხვედრა, 1 საათი:
  •   ინდივიდუალურად კომპანიებზე მორგებული ბიზნეს მოდელის შედგენა/გადახედვა
  •   მიმდინარე საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა
  •   კომპანიის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება/ცვლილება/რეგისტრაცია

ღონისძიების ჩატარების სავარაუდო განრიგი

თელავი:

14 ივლისი (დღე 1: 10:00 – 18:00) - ჯგუფური ვორქშოპი
15 ივლისი (დღე 2: 10:00 – 18:00) - ჯგუფური ვორქშოპი
16, 17 და 18 ივლისი (დღე 3, 4 და 5) - შერჩეული 1 საათიანი ინდივიდუალური ქოუჩინგი

ქუთაისი:

26 ივლისი (დღე 1: 10:00 – 18:00) - ჯგუფური ვორქშოპი
27 ივლისი (დღე 2: 10:00 – 18:00) - ჯგუფური ვორქშოპი
28, 29 და 30 ივლისი (დღე 3, 4 და 5) - შერჩეული 1 საათიანი ინდივიდუალური ქოუჩინგი


ინიციატივაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:


არა უგვიანეს 8 ივლისისა
 - თელავი 


არა უგვიანეს 18 ივლისისა - ქუთაისი 

ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ

ინფორმაცია მოწვეული ტრენერის შესახებ:

მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორია. აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება ბიზნეს კონსალტინგში, ფინანსურ ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან ურთიერთობაში, ფინანსურ მართვასა თუ აუდიტში. მას აქვს სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება,  როგორიცაა საბანკო, სამედიცინო, წარმოება, ტურიზმი, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაციები, ლოჯისტიკა და აგრო სფეროები.


პროექტის შესახებ

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ინიციატივა თანამშრომლობს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან - საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან. პროექტის ერთ-ერთი მიზანია შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში PMAG შემფუთველთა კლასტერის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერა, გეოგრაფიულად შემოფარგლული ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურეტუნარიაონობი გასაზრდელად.


შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვი: