◖ ინიციატივა: გაყიდვების სტიმულირება◗

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“

გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) საქართველოში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ PMAG შემფუთველთა კლასტერის განვითარების ფარგლებში აქვს პატივი მოიწვიოს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოღვაწე კომპანიები შესაძლებლობების განვითარების თემატურ ინიციატივაში მონაწილეობისთვის!

ინიციატივა: გაყიდვების სტიმულირება
ტრენინგი თემაზე : გაყიდვები

ტრენინგების მიზნები, კურსების ზოგადი მიმოხილვა:  

მთავარი მიზანი: ადგილობრივ საწარმოებში გაყიდვებისთვის საჭირო უნარების განვითარება და საწარმოების გაყიდვების სტრატეგიის წარმატებით შესრულების ხელშეწყობა. 

აგრეთვე ტრენინგების მიზანია, მონაწილეებს ტრენინგის დამთავრების შემდეგ ჰქონდეთ ინფორმაცია ტრენინგის სხვადასხვა მოდულებში დასმული საკითხების შესახებ. კერძოდ, ტრენინგის მონაწილეებმა მიიღონ პრაქტიკული ინფორმაცია გაყიდვების ძირითადი მიმართულებების შესახებ, ფლობდნენ გაყიდვების ტექნიკის  ძირითად ასპექტებს.

კურსი შედგება ჯამში 8 შეხვედრისგან, რომლებიც დაეთმობა უშუალოდ გაყიდვების და მოლაპარაკების პროცესის მართვას გრძელვადიანი შედეგების მიღებისათვის.  პრაქტიკული ინსტრუმენტებით განმტკიცებული კურსი, რომელიც აუცილებელია გაყიდვების სტრატეგიის შემუშვებისათვის, სწორ კლიენტებზე გასვლისა და რთული მოლაპარაკებების წარმოებისათვის, რომელსაც გაუძღვება ასევე წამყვანი ტრენერი გაყიდვებში დავით ჩიკვაიძე.
შეხვედრების ხანგრძლივობა 3 საათი - ჯამში:  24 საათი;



კურსის მოდულები და შინაარსის ზოგადი მიმოხილვა:

  1.        შენი და შენი კონკურენტების პროდუქტები (3 საათი) -დავით ჩიკვაიძე
  2.        Networking და რეპუტაციის მენეჯმენტი (3 საათი) -დავით ჩიკვაიძე
  3.        კლიენტის მზაობის ფასები (3 საათი)- დავით ჩიკვაიძე
  4.        პირველადი კონტაქტი და საჭიროების გამოვლენა (3 საათი)- დავით ჩიკვაიძე
  5.        პროდუქტის პრეზენტაცია (3 საათი) -დავით ჩიკვაიძე
  6.        გადაწყვეტილების ეტაპები (3 საათი) -დავით ჩიკვაიძე
  7.        განმეორებითი კონტაქტი და წერილობითი შეთანხმება (3 საათი)-დავით ჩიკვაიძე
  8.        ისტორიების მოყოლის ხელოვნება და ტრენინგის შეჯამება (3 საათი) -დავით ჩიკვაიძე
 
ინიციატივაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა 2021 წლის  8 მარტამდე, რის შემდეგაც გადმოგეგზავნებათ ტრენინგებში მონაწილეობის შესაბამისი ბმული.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა:

 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

 PMAG შემფუთველთა კლასტერს:


დღის წესრიგიდა სავარაუდო განრიგი

ტრეინინგის ჩატარდება ონლაინ Zoom-ის პლატფორმაზე; კურსი მოიცავს  8 შეხვედრას.

კურსის დაწყების თარიღი: 12 მარტი, 2021 წელი

12 მარტი, პარასკევი, ტრენერი- დავით ჩიკვაიძე

დრო

თემატიკა

სწავლების მეთოდები

 

16:00-19:00

3 საათი

 

  •          შენი და შენი კონკურენტების პროდუქტები
  •          Selling Preposition - შენ რატომ უნდა აგირჩიონ ?
  •          კონკურენტული ბაზრის კვლევის მეთოდები;
  •          როგორია შენი კლიენტი?
  •          რას ამბობს სანაცნობო ქსელი პოტენციურ დამკვეთზე;
  •          სოც ქსელები და ვებ-გვერდი: Facebook, Linkedin,Google, Bia.ge, Jobrate.ge
  •          პოტენციური დამკვეთის კომპანია - შიდა სტრუქტურა და ,,სამეფო კარის“ თამაშები
  •           ,,შენი კაცი“ პოტენციური დამკვეთის კომპანიაში

 

 

 

 

განხილვა,

დისკუსია,

ანალიზი

  

 19 მარტი, პარასკევი, ტრენერი- დავით ჩიკვაიძე

დრო

თემატიკა

სწავლების მეთოდები

 

 

16:00-19:00

3 საათი

 

  •    ,,ნეთვორქი“ - როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი
  •    ნეთვორქის ,,ანატომია“ • რას ამბობს თქვენი ნეთვორქი - თქვენზე;
  •     რეპუტაციის ,,მენეჯმენტი“
  •    როგორ გავაფართოვოდ ჩვენი ,,ნეთვორქი“
  •    როგორ ვიზრუნოთ არსებულ ,, ნეთვორქზე“

 

განხილვა,

დისკუსია, ანალიზი

 

26 მარტი, პარასკევი, ტრენერი- დავით ჩიკვაიძე

დრო

თემატიკა

 სწავლა, სწავლების მეთოდები

 

 

 

 

 

 

16:00-19:00

3 საათი

 

  •    კლიენტის მზაობის სამი ფაზა
  •    ფარული ტკივილი - მოქმედების გეგმა და სტრატეგია • გააზრებული ტკივილი - როგორ ვიმოქმედოთ
  •    ჩამოყალიბებული ხედვა - როგორ მივუდგეთ კლიენტს
  •    როგორ ვასწავლოთ თანამშრომლებს მზაობის სტადიების იდენტიფიცირება;
  •    3 პირველი კონტაქტისათვის მზადების პროცესი;
  •    პირველი ტექსტის მომზადება;
  •    რატომ უნდა შეგხვდეს?
  •    რას ამბობენ შენი პირადი ჩანაწერები?
  •    რა არის შეხვედრის მიზანი?
  •    კლიენტთან პირველი კონტაქტი;
  •    პირველი ზარი - 5 წამის პრინციპი;
  •    რას ვყიდით პირველი კონტაქტისას?
  •    როგორ დავპოზიციონირდეთ პირველი ინტერაქციისას. ვის ტერიტორიაზე შევხვდეთ ?
  •    როგორ ვასწავლოთ თანამშრომლებს პირველი ზარის პრიციპი;

 

 

 

 

 

განხილვა, დისკუსია, ანალიზი

 

02 აპრილი, პარასკევი, ტრენერი- დავით ჩიკვაიძე

დრო

თემატიკა

 სწავლა, სწავლების მეთოდები

 

 

 

 

16:00-19:00

3 საათი

 

  •    კონტაქტის დამყარება - გაცნობითი შეხვედრა პირისპირ კონტაქტის დამყარება - სხეულის ენა;
  •    როგორ დავპოზიციონირდეთ პირველ წამებში
  •    საუბრის გახსნა - რატომ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ
  •    პირველი ,,ცდუნება“ - ,,მომიყევით თქვენი პროდუქტის შესახებ“
  •    ინფორმაციის გაცვლა;
  •    კლიენტის სთორი - მის შესახებ. • რა არის კლიენტის პირადი ინტერესი?
  •    საჭიროებების დადგენა - გამყიდველი როგორც ექსპერტი
  •    კლიენტის შიშებისა და წუხილების დადგენა

 

 

განხილვა,

დისკუსია,  ანალიზი

 

06 აპრილი, სამშაბათი ტრენერი- დავით ჩიკვაიძე

დრო

თემატიკა

სწავლა, სწავლების მეთოდები

 

 

16:00-19:00

3 საათი

 

  •          პროდუქტი/პრეზენტაცია - როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს;
  •          როგორ ვისაუბროთ ჩვენს პროდუქტზე;
  •          თვისებები, უპირატესობები თუ ემოციები?
  •          ისტორიები ,,ბედნიერ“ კლიენტებზე;
  •          რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ კლიენტისათვის?

 

დისკუსია, დასკვნითი ანალიზი

 

08 აპრილი, ხუთშაბათი, ტრენერი- დავით ჩიკვაიძე

დრო

თემატიკა

სწავლა, სწავლების მეთოდები

 

 

 

 

 

16:00-19:00

3 საათი

 

  •          გადაწყვეტილების ეტაპი და კონტაქტის დასრულება   სიჩუმეს ოქროს ფასი აქვს
  •          სამი ალტერნატივა - კი, არა და მოვიფიქრებ.
  •          შესყიდვისათვის მზადყოფნის სიგნალები
  •          როგორ ვსაუბრობთ ფასზე და პროცენტზე?
  •          როგორ გავყიდოთ მეორე შეხვედრა?
  •          პოზიციონირება ბოლო 5 წამში
  •          როგორ ვიქცევით შეხვედრის შემდგომ?
  •          წერა- კითხვის ,,საღამო“
  •          კლიენტის ანალიზი
  •          როგორ გაიარე თითოეული ეტაპი? •
  •          რა მოგეწონა და რა დააკელი?
  •          რა არის შენი შემდეგი ნაბიჯი?
  •          რას დაპირდი კლიენტს?

 

 

 

დისკუსია, დასკვნითი ანალიზი

 

13 აპრილი, სამშაბათი ტრენერი- დავით ჩიკვაიძე

დრო

თემატიკა

სწავლა, სწავლების მეთოდები

 

 

 

 

16:00-19:00

3 საათი

 

  •          განმეორებითი შეხვედრები კლიენტთან
  •          განმეორებითი შეხვედრისათვის მომზადება;
  •          მიზნის დასახვა;
  •          განმეორებითი კონტაქტი
  •          ცოტაც დამიკელის პრინციპი
  •          საბოლოო პირობებზე შეთანხმება -რაც ბრჭყვინავს ოქრო არ არის;
  •          კონკრეტული მოქმედების გეგმა - კლიენტის დაკვალიანება;
  •          საბოლოო ,, წერილობითი“ შეთანხმება
  •          რა არის შემდეგი მოქმედების გეგმა? შავი გედი მოლაპარაკებებში
  •          რა არის შავი გედი მოლაპარაკებისას
  •          რა მეთდებით ამოვიცნოთ შავი გედი 
  •          შავი გედის განეიტრალება - ,,ებრაული მეთოდი“

 

 

 

დისკუსია, დასკვნითი ანალიზი

 

16 აპრილი, პარასკევი, ტრენერი- დავით ჩიკვაიძე

დრო

თემატიკა

სწავლა, სწავლების მეთოდები

 

 

16:00-19:00

3 საათი

 

  •          Storytelling - ისტორიების მოყოლის ხელოვნება
  •          Storitelling გავლენა მოლაპარაკებაზე ‘სტრუქტურა - რა კომპონენტებისგან შედგება ,,ამბავი“
  •          Storytelling - ემოციების მნიშვნელობა
  •          Storytelling - პრაქტიკა და ბარათების სისტემა
  •          კურსის შეჯამება

დისკუსია, დასკვნითი ანალიზი

 


ინფორმაცია მოწვეული ტრენერის შესახებ

დავით ჩიკვაიძე - გაყიდვების ტრენერი 14+ წლიანი გამოცდილებით სერვისში, გაყიდვებში, მენეჯმენტში; 1000+ ჩატარებული ტრენინგი; ავტორი წიგნისა: „ანტიგაყიდვები“; პარტნიორობა წარმატებულ კომპანიებთან:ProCredit Bank, VTB Bank, TBC Bank, GPC, Geocell, Gulf (Sun Petroleum), Ministry of Finance, Tegeta Motors, Net Credit, New light, Aldagi, Smiley, Palitra Media, Unit, Alfa Group, Archi group, Pharmadepo, and many others;  

15+ წლიანი გამოცდილება საცალო ბიზნესში (Retail Business)


პროექტის შესახებ

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

ინიციატივა თანამშრომლობს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან - საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში კლასტერის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერა, გეოგრაფიულად შემოფარგლული ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურეტუნარიაონობი გასაზრდელად.