◖ ინიციატივა: მართვის გაძლიერება ◗

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“

გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) საქართველოში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ PMAG შემფუთველთა კლასტერის განვითარების ფარგლებში
აქვს პატივი მოიწვიოს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოღვაწე კომპანიები შესაძლებლობების განვითარების თემატურ ინიციატივაში მონაწილეობისთვის!

ინიციატივა: მართვის გაძლიერება

ტრენინგი თემაზე : მართვის ფსიქოლოგია და ეფექტური
კომუნიკაცია

ტრენინგის მიზნები, კურსის ზოგადი მიმოხილვა

თანამედროვე რეალობაში კომპანიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მართვის პროცესში სწორი კომუნიკაციაა. ეფექტური საკომუნიკაციო სისტემის შემუშავების შედეგად სასურველი ქცევის სტიმულირება, სტრატეგიული დელეგირება და თანამშრომელთა მოტივირება მარტივი ხდება. თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები: რა ამოტივირებს თანამშრომელს? როგორ იქმნება სამოტივაციო სქემა ორგანიზაციის სპეციფიკის გათვალისწინებით? როგორ ხდება ინდივიდუალური მიდგომების შერჩევა? როგორ შეიძლება უკუკავშირით ქცევის პროვოცირება და მართვა? კურსი შედგება 5 შეხვედრისაგან.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, შეძლებთ: გაზარდოთ პერსონალის სამუშაო ეფექტურობა,  შექმნათ ინდივიდუალური მიდგომები და სამოტივაციო მექანიზმები; მოახდინოთ ორგანიზაციული პრობლემების დროული დიაგნოსტირება და განავითაროთ მომგებიანი გუნდი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტექნიკისა და მიდგომის გამოყენებით.

ინიციატივა გამიზნულია:
მათთვის, ვინც საწარმოში უშუალოდ მართავს გუნდს და იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

კურსის მოდულები და შინაარსის ზოგადი მიმოხილვა

  • 10 საათიანი კურსი;
  • შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი;
  • შეხვედრების რაოდენობა: 5;  
  • მოწვეული ტრენერი: წამყვანი ფსიქოლოგი საქართველოში, ბატონი ზურა მხეიძე;

რეგისტრაცია

ინიციატივაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა 2021 წლის 26 თებერვლისა,  რის შემდეგაც გადმოგეგზავნებათ ტრენინგში მონაწილეობის შესაბამისი ბმული.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა:


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

PMAG შეფუთვების კლასტერს:


 „ევროკავშირის ინოვაციურ პროექტს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“:


დღის წესრიგი და სავარაუდო განრიგი

ტრეინინგის ჩატარდება ონლაინ Zoom-ის პლატფორმაზე; კურსი მოიცავს  5 შეხვედრას.

კურსის დაწყების თარიღი: 02 მარტი, 2021 წელი  


02 მარტი , სამშაბათი-ზურა მხეიძე
დრო თემატიკა სწავლების მეთოდები
17:00-17:10  მისალმება გიორგი ნანობაშვილი - ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი (UNDP) კონსტანტინე ჭანტურია - პროექტის მენეჯერი (UNDP) ლექცია,დისკუსია, ანალიზი
17:10-19:00  კომუნიკაციის მნიშვნელობა მართვის პროცესში
 
 09 მარტი, სამშაბათი-ზურა მხეიძე
დრო თემატიკა სწავლების მეთოდები
 17:00-19:00 ემოცია და მართვა - ვინც მართავს ემოციებს ის მართავს ყველაფერს განხილვა,დისკუსია, ანალიზი
 
16 მარტი, სამშაბათი-ზურა მხეიძე
დრო თემატიკა  სწავლების მეთოდები
 17:00-19:00 დამარწმუნებელი კომუნიკაცია - ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები დარწმუნებისას; განხილვა, დისკუსია, ანალიზი
 
23 მარტი, სამშაბათი-ზურა მხეიძე
დრო თემატიკა სწავლების მეთოდები
 17:00-19:00  კონკურენცია vs კოოპერაცია განხილვა,დისკუსია,  ანალიზი
  
30 მარტი, სამშაბათი-ზურა მხეიძე
დრო თემატიკა სწავლების მეთოდები
  17:00-19:00 მოტივაცია და მართვა - ორგანიზაციული დიაგნოსტიკა სამოტივაციო საკითხებთან მიმართებაში  დისკუსია, დასკვნითი ანალიზი

 


ინფორმაცია მოწვეული ტრენერის შესახებ

ზურაბ მხეიძე - საქართველოში პირველი ქცევის ანალიზისა და ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის (ლაბორატორია Z) თანადამფუძნებელი, სოციალური ფსიქოლოგიის ექსპერტი და კონსულტანტი. 25+ წლიანი სატრენინგო და სალექციო გამოცდილება (ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, GIPA, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი). წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო და საჯარო სტრუქტურების ადამიანური რესურსებისა და ანალიტიკური დეპარტამენტების წამყვან პოზიციებზე. ამჟამად კონსულტირებას უწევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.

 


პროექტის შესახებ

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

ინიციატივა თანამშრომლობს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან - საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში კლასტერის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერა, გეოგრაფიულად შემოფარგლული ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურეტუნარიაონობი გასაზრდელად.