PMAG კლასტერის წევრი სტამბა ვექტორი აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე. 

მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და შეხვედრების დაგეგმვა
  • მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა
  • ვიზუალური მასალების მოძიება და დიზაინერთან ერთად მუშაობა
  • შეთავაზებების ფორმირება, იდეების გენერირება
  • საბოლოო პროეტის/პროდუქტის დაგეგმვა
  • პროექტის შესრულების მიმდინარეობის თვალყურის დევნება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სტამბის პროდუქტების სრულყოფილად ცოდნა
  • სასტამბო მასალების და ფორმატების ცოდნა
  • გრაფიკული პროგრამების საწყისების ცოდნა
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • პროქტების წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10 სთ -დან 18:30 სთ-მდე.
ანაზღაურება: გამოცდილების შემთხვევაში: 800 ლარი (+ ყოველი პროექტიდან
ბონუსი)
განიხილება 3 თვიანი სტაჟირებაც ამ მიმართულებით , შემდგომი დასაქმების
პერსპექტივით.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე:
vectory.ge@gmail.com