Improving work skills of Georgian packaging industry - USAID/DAI funded project


საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციამ (PMAG) USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრთან (GTTC) ერთად განახორციელებს ერთწლიან პროექტს.

პროექტი ეხმაურება საქართველოს შესაფუთი მასალების სექტორში არსებულ პრობლემას, რომელიც ნათლად გამოჩნდა ღირებულების ჯაჭვის პრიორიტეტისა და ხარვეზების შეფასების ანგარიშში, რომელიც DAI Global-მა მოამზადა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ შესაფუთი მასალების სექტორი განიცდის გამოცდილი და კვალიფიციური მანქანა–დანადგარის ოპერატორებისა და ოპერაციების მენეჯერების ნაკლებობას. ამრიგად, შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერი (PMAG), GTTC–სთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავს სამუშაო ძალის უნარებისა და PMAG–ის წევრი კომპანიების შესაძლებლობების გაუმჯობესებას არსებული და პოტენციური თანამშრომლებისთვის მორგებული მოკლევადიანი ტრენინგის/გადამზადების კურსების მომზადებისა და განხორციელების გზით.

საწყის ეტაპზე, GTTC PMAG–თან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავებს და შესთავაზებს პარტნიორ კომპანიებს მოკლევადიანი პროფესიული სწავლების კურსებს მექატრონიკასა და ელექტროინჟინერიაში. ორივე კურსი მომზადებული იქნება ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული იქნება, რომ არსებულმა და პოტენციურმა თანამშრომლებმა მიიღონ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. სასწავლო პროგრამა ასევე გაითვალისწინებს ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა სათადარიგო ნაწილების ბიუჯეტირება, სასაწყობო სამუშაოების კოორდინაცია, ტექნიკური დოკუმენტაციების მომზადება და სხვა. PMAG–ის წევრი კომპანიები და GTTC–ს ექსპერტები ერთად ერთად შეიმუშავებენ კურსის მოდულებს. აღნიშნული კურსები ჩატარდება GTTC–ს თანამედროვე აღჭურვილობის ლაბორატორიებში, თუმცა პრაქტიკული სწავლება განხორციელდება უშუალოდ კომპანიებში.

საწყის ეტაპზე, ეს ტრენინგები ჩატარდება კლასტერის წევრი კომპანიების არსებული პერსონალისთვის, რათა გაუმჯობესდეს მათი უნარები და ისინი გახდნენ უფრო კვალიფიციურები. ამავდროულად, PMAG აქტიურად იქნება დაკავებული ახალი კადრების მოძიებით თბილისსა და რეგიონებში.

ზემოხსენებული მექანიზმების ეფექტურად შესრულების უზრუნველსაყოფად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებში ჰყავდეთ კვალიფიციური მენტორები, რომლებიც თვალს ადევნებენ ტრენინგებს, გადამზადების კურსებს და მზად იქნებიან სტაჟიორების დასახვედრად. აღსანიშნავია, ისიც რომ პროგრამის ფარგლებში PMAG დაიქირავებს საერთაშორისო ექსპერტს, რათა გადამზადდენ წევრი კომპანიების მენტორები.

პროექტის დასკვნითი კომპონენტი იქნება ერთობლივი ტრენინგ-გადამზადების კურსების მომზადება და წარდგენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, აკრედიტაციისა და დაფინანსების მისაღებად.

მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში დაახლოებით 95 ადამიანი გადამზადდება. მათგან ნახევარი იქნება კომპანიების უკვე არსებული პერსონალი, ხოლო მეორე ნახევარი - ახალწვეულები, რომლებიც დასაქმდებიან ტრენინგების წარმატებით გავლის შემთხვევაში. ამრიგად, პროექტის შედეგად, დაახლოებით 50 ახალი წევრი შეუერთდება PMAG–ის წევრ კომპანიებს შესაბამის თანამდებობებზე. ახალი პერსონალის მოძიებისას კი პრიორიტეტი მიენიჭებათ 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.

პროექტი დაფინანსებული და მხარდაჭერილია USAID-ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ.